პორტუგალიამ ჩეხეთს მძიმე მატჩში ძლივს სძლია

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.
ჩეხებმა პირველ ტაიმში მეტოქის შეტევები მოიგერიეს, 62-ე წუთზე კი პროვოდმა დააწინაურა. თუმცა, მალე პორტუგალიელებმა გრანაჩის ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრეს. 87-ე წუთზე რონალდოს თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე ყველას ჟოტამ დაასწრო, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა კონსეისაომ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.
ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება – ჩეხეთი საქართველოს, პორტუგალია კი თურქეთს დაუპირისპირდება.
. რონალდომ ორი რეკორდი დაამყარა – მე-6 ევროპირველობაზე ითამაშა და
ტურნირზე 26-ე მატჩი ჩაატარა.
. 41 წლის პეპე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა.
პორტუგალია – ჩეხეთი 2:1
გოლები: 0:1 პროვოდი (62), 1:1 გრანაჩი (69, საკ. კარში), 2:1 კონსეისაო (90+2)