საქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და თურქეთის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვავიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი
კუთხიდან წიტაიშვილს გატანა გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს.
თურქეთი – საქართველო
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე
მშვენიერი პირველი ტაიმია. დაწყებისას ძალიან ფრთხილობდნენ და ნერვიულობდნენ ბიჭები. თურქები ფაქტიურად სახლში თამაშობენ. თურქების გოლმა მოუხსნა ნეტვიულობა ბიჭებს და კიდევაც შეგვეძლო დაწინაურება. ტერიტორიული უპირატესობა არაფერს ნიშნავს, ჩვენი ბიჭები მშვენივრად უტევენ და თურქები უკვე უფრთხიან ჩვენებს. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშებთ. შანსი გვექნება და უნდა მოვიგოთ.