საფრანგეთმა ავსტრიას მოუგო – მბაპე საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში საფრანგეთმა ავსტრია 1:0 დაამარცხა.
კილიან მბაპემ კევინ დანზოსთან შეჯახების შემდეგ ცხვირის ტრავმა მიიღო, სისხლი წამოუვიდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და შეიძლება ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.
21 ივნისს ავსტრია პოლონეთს, საფრანგეთი კი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
ავსტრია – საფრანგეთი 0:1
გოლი: ვიობერი (38, საკ. კარში)