„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კოპენჰაგენის მერს შეხვდნენ

ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თათია ნიკოლაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ბარბარა ჯიმელი ში, კოპენჰაგენში, კოპენჰაგენის მერს, მია ნეიგარდს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
თათია ნიკოლაშვილის თქმით, დანიაში, სამუშაო ვიზიტისას შეხვდნენ კოპენჰაგენის მერს, Mia Nyegaard, რომელმაც თავისი გამოცდილება გაუზიარა, ასევე, ეწვივნენ სხვადასხვა მუნიციპალურ საკრებულოს, სადაც საერთაშორისო შეხვედრები ჩატარდა და გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ქალების წვლილს და მათ გამოწვევებს.
„ვიმყოფებით დანიაში, დემოკრატიულ, სახალხო ფესტივალზე, ბორნჰოლმის კუნძულზე. პროექტი ხორციელდება მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD) მხარდაჭერით. პროექტი პარალელურ რეჟიმში ხორციელდება საქართველოსა და ექვს ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობისა და გავლენის ზრდას გლობალურადა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – 36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს