ჩეხეთში სამხედრო პოლიგონზე აფეთქებას ერთი სამხედრო ემსხვერპლა, რვა – დაშავდა

საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად ჩეხეთის პოლიგონზე, პრაღიდან 250 კილომეტრში, ქალაქ ლიბავას მახლობლად, ერთი სამხედრო დაიღუპა და რვა დაშავდა, მათგან შვიდი ჯარისკაცია, იტყობინება ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს არ გაუვრცელებია 17 ივნისს პოლიგონზე აფეთქების მიზეზების დეტალები. საცდელი პოლიგონი 1949 წლის შემდეგ გამოიყენება არმიის მიერ. სამინისტრო იტყობინება, რომ დაღუპულის და დაშავებულების ოჯახებს ინფორმაცია მიაწოდეს.
ჩეხური რადიოს თანახმად, პოლიგონს იყენებენ უკრაინის სამხედროები საცეცხლო, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადებისთვის. მიმდინარეობდა თუ არა ახლა სწავლება და ვინ მონაწილეობდა ამათში, არაა ცნობილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ