სახელმწიფო საგარეო ვალი $8.44 მილიარდია – ვისი ვალი აქვს საქართველოს?

2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.44 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 760 მილიონი დოლარით მეტია.
დოლარში ვალის მოცულობის ასეთი ზრდის მიუხედავად, ლარებში სახელმწიფო ვალი 1.51 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით კურსის შედარებითი გამყარებით არის განპირობებული.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკია.