“მარსელს” რობერტო დე ძერბი გაწვრთნის
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მარსელის” ახალი მწვრთნელი იტალიელი რობერტო დე ძერბი გახდება.
45 წლის დამრიგებელი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება საფრანგეთში და ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
დე ძერბის ბოლო სამსახური პრემიერ ლიგის ბინადარი “ბრაიტონი” გახლდათ. იქამდე ის “ბენევენტოს”, “სასუოლოს”, დონეცკის “შახტარსა” და სხვა კლუბებს ავარჯიშრებდა.