დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11.4 მლნ დოლარის მოცვია ექსპორტირებული,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, 2024 წლის 1-ელი მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, 1.8 ათასი ტონა მოცვია უკვე ექსპორტირებული.
„საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2024 წლის 1 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, უკვე ექსპორტირებულია 1.8 ათასი ტონა მოცვი, რომლის ღირებულებამ 11.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.4 ათასი ტონით (4.5-ჯერ), ხოლო ღირებულება – 8.7 მლნ აშშ დოლარით (4.2-ჯერ) გაიზარდა“, – წერია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“