ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ახალი ბაღი 50 ბავშვზე იქნება გათვლილი. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის ოზურგეთში კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტებზე ჯამში 12 273 921 ლარი დაიხარჯება.
Previous: ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, სკვერში განთავსებულ დიდ ეკრანზე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშის ჩვენება გაიმართება

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა