სადაზღვევო სექტორმა 2024 წლის I კვარტალი 25 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა, რაც წლიურ ჭრილში გაორმაგებული მაჩვენებელია.
ბაზარზე რეგისტრირებულმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ წლის პირველი 3 თვის განმავლობაში 398 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, რაც 73 მლნ ლარით მეტია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობამ კი 1.494 მლრდ ლარს აღწევს.
მოზიდული სადაზღვევო პრემიით „ჯიპიაი“ ბაზრის ლიდერად რჩება, კომპანიას 80 მლნ ლარის პრემია აქვს მოზიდული, მეორე ადგილზეა „თიბისი დაზღვევა“, მესამეზე კი „იმედი L“.
მოზიდული სადაზღვევო პრემია კომპანიების მიხედვით ასეთია:
წლებია დაზღვევის ბაზარზე დომინანტური პოზიციები, განსაკუთრებით ავტოდაზღვევის და ქონების დაზღვევის კუთხით, ბანკების საკუთრებაში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს უკავიათ, ამას ზემოთ მოყვანილი სტატისტიკაც მოწმობს.
2023 წლის ბოლოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარზე 6 რეკომენდაცია გასცა. კერძოდ, სააგენტოს პოზიციით – კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება არ იყოს. სააგენტოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის გამოყენების ვალდებულებაც კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში ექნება. თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური და მოუგვარებელია.