კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას!” (პ)რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო და NDI/IRI გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად, დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47,847-მა

კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას!” (პ)რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო და NDI/IRI გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად, დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47,847-მა
ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას – უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას” გასული წლის 8 ნოემბერს დაიწყო და გამოკითხვების მიხედვით, ხელმოსაწერად საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უნდა გაქცეულიყო, თუმცა, დღემდე, მხოლოდ 48 000-მდე ადამიანს აქვს ხელი მოწერილი.
“ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას – უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს. ხელმოწერების დიდი კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას!” (პ) რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო. და NDI/IRI გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად. დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47,847 – თავად დათვალეთ რამდენი პროცენტია. სამომავლოდ, კიდევ არაერთი მსგავსი მითი დაინგრევა.” – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა