ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, მან საზოგადოებას ელენე ხოშტარიასა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესთან ერთად ბრიფინგზე გააცნო.
მისი შეფასებით, დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა და ფიქრობს, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი ცენტრი შეიქმნება, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს „დიდ გამარჯვებაში“.
„დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყველა გაერთიანებული უნდა ვიყოთ, რათა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დავაბრუნოთ. ამიტომ, საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით, რომ საქართველომ შეძლოს რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოამზადებს ვადამდელი არჩევნებისთვის.
დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა პოლიტიკურ სივრცეში. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია, გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს. „დროასთან“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას.
იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად შევძლებთ ძლიერი ცენტრის შექმნას, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამ დიდ გამარჯვებაში”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.