ალექსი პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა

ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს, – ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა პარტიების „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარეებთან ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ, დღეს გაგიზიაროთ ჩემი გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემთვის ძალიან ძვირფას რონდელის ფონდს, მასთან ერთად გატარებული წლები, ნამდვილად არ ჩაივლის უკვალოდ და გამოადგება იმ საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩემი საქმიანობა ყოველთვის ქართულ საქმეს ეხებოდა, ქართულ ინტერესებს. ვფიქრობ, დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე, რათა საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, ს გზით და საქართველომ უსწრაფესად შეძლოს იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მოამზადებს ჩვენს ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე.
ამიტომ, მე ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში. ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს.
„დროასთან“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ ერთად, გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს და ვიბრძოლოთ ბოლომდე ერთად. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად, შევძლებთ ერთიანი, ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში.“