შოთა არველაძე: დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის, თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს

“დორტმუნდში გავიცანი შადიმან ხარშილაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, თბილისიდან გერმანიამდე, მოპედით, 4000 კილომეტრზე მეტი გაიარა. მისი გადაწყვეტილება გუნდის გამხნევების და გულშემატკივრობის არაჩვეულებრივი მაგალითია. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის, თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს,” – წერს სოციალურ ქსელში .