„ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში, გაწევრიანების პერსპექტივა ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს“ – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს. ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეთ საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
ეს განცხადება ანალენა ბერბოკმა „კავშირი 90/მწვანეების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც 2024 წელს დაგეგმილი ევროპარლამენტის ს პროგრამას განიხილავდნენ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის გაძლიერებისა და რეფორმირების მოწოდებით გამოვიდა. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ევროკავშირში მოქმედი „ერთსულოვნების პრინციპის“ შეცვლის აუცილებელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საგარეო პოლიტიკური საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებს.
„დღეს ცხადია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. უკრაინის გაწევრიანება ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია. ევროპაში ე.წ. ნაცრისფერი ზონები აღარ უნდა დარჩეს“, – განაცხადა მინისტრმა.
ბერბოკმა ასევე პირობა დადო, რომ ბერლინი გააგრძელებს ს სამხედრო და სხვა სახის მხარდაჭერას. მან ასევე თქვა, რომ ბოლო პერიოდში ცდილობს, ევროკავშირის ერთიანობა დაარღვიოს.
„ბოლო კვირებში ჩვენი ერთიანობა გამოცდის წინაშე დგას ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გამო, სადაც ჩვენ, სიმართლე რომ ვთქვათ, ყოველთვის მართლაც ვერ ვპოულობდით საერთო ენას, როგორც ევროპელები“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
1tv.ge