PHOTO: „საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია“ – ზურაბიშვილი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, და ერთმანეთს შეხვდნენ.

„შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმარკი და ვიცე – პრემიერი იულია სვირიდენკო.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ს სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც სხვა ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონები განიხილება, როგორც მათი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, გლობალურ საფრთხეებზე რეაგირება საქართველოსაც სჭირდება

იქნება დეზინფორმაცია, იქნება ჩვენზე ზეწოლა, იქნება იმისი მცდელობა, რომ საქართველო მართოს აგენტურამ, მაგრამ საქართველოს მართავს მისი ამაყი, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ამას ვერაფერი დაუდგება წინ

ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, აქვე მინდა შევეხმიანო ქართულ სპორტზე და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომ ის ჩვენს გუნდს 30 მილიონით დააჯილდოებს