მონტენეგროს ნაკრების 26 წლის მეკარე მატია შარკიჩი გარდაიცვალა

მონტენეგროს ნაკრების მეკარე მატია შარკიჩი გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ცნობით, 26 წლის შარკიჩი საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
შარკიჩი ინგლისში დაიბადა, თუმცა საერთაშორისო დონეზე ისტორიული სამშობლოს ღირსებას იცავდა.
სხვადასხვა დროს შარკიჩი ბელგიური „ანდერლეხტის“, ბირმინგების „ასტონ ვილას“, „ბირმინგემის“ და „სტოკის“ ღირსებას იცავდა, მისი ბოლო კლუბი კი ინგლისური „მილუოლი“ იყო.
ეროვნულ ნაკრებში შარკიჩს 9 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მათგან უკანასკნელი – 5 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი იყო, რომელშიც ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი