საფონოვი პსჟ-ის ფეხბურთელი და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

“პარი სენ ჟერმენმა” რუსი მეკარის მატვეი საფონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პარიზულმა კლუბმა “კრასნოდარს” საფონოვის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა თავად ფეხბურთელს კი 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
მატვეი პსჟ-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, აქამდე ეს რეკორდი კეილორ ნავასს ეკუთვნოდა. კოსტა-რიკელი მეკარე ფრანგულ კლუბს 2019 წელს, მადრიდის “რეალიდან” 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
შეგახსენებთ, პსჟ-ის მთავარი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა კლუბს 3 წლის წინ “მილანიდან”, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ