ირაკლი კობახიძესთან სცენის გაზიარება მიუღებელია – სალიომ ბერლინში კონცერტზე უარი თქვა

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სასცენო სახელით სალიო) უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც ბერლინში, სასტუმრო “ადლონში” 21 ივნისს უნდა გაიმართოს. როგორც მომღერალი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მან ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” სხვა წევრები.
“გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი და “ქართული ოცნების” წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო – ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – უთხრა მომღერალმა რადიო თავისუფლებას.
იმის გასარკვევად, ვისით ჩანაცვლდება მომღერალი ბერლინში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მასთან გვქონდა ასევე კითხვა იმაზე, რომელ უწყებას ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება სალომე კორკოტაშვილთან და მისი ბენდის წევრებთან. სამინისტროს ჩვენს კითხვებზე არ უპასუხია. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
საელჩოს სახელით გაგზავნილ მოსაწვევ ბარათზე, რომელიც გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ღონისძიებაზე 21 ივნისს, 15:30 საათზე ეპატიჟება, აღნიშნულია, რომ ამ წვეულებას დაესწრება ირაკლი კობახიძე. მუსიკალურ გაფორმებაზე მასში ინფორმაცია არ არის დატანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა