ჟურნალისტებმა, რომლებიც ბაიდენის მუშაობას აშუქებენ, შეახსენეს მას ნებისმიერ საკითხზე შეკითხვის დასმის უფლების შესახებ

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თავად პრეზიდენტს არ შეუძლიათ აირჩიონ, რა შეკითხვებს დასვამენ ჟურნალისტები.
ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.
ასოციაციამ განცხადება იტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე -ის პრეზიდენტის, ს ნათქვამის შემდეგ გააკეთა. ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტ ს პრესკონფერენცია გუშინ, 13 ივნისს, გაიმართა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე.
Bloomberg-ის ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა ჰამასზე, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული. ბაიდენმა ჟურნალისტებს მიმართა, რომ „წესებით თამაშს“ ისურვებდა: „ მე აქ ში კრიტიკული ვითარების შესახებ სასაუბროდ ვარ, თქვენ კი სხვა რამეს მეკითხებით“, – თქვა მან.
მანამდე ბაიდენს ჰკითხეს მის ვაჟზე, რომელსაც პატიმრობა ემუქრება. ბაიდენმა კითხვებს მაინც უპასუხა. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ გადაწყვიტა, „საზოგადოებრივი ინტერესის გამო განმარტოს, რომ ჟურნალისტებს ბაიდენის პრესკონფერენციებზე კითხვების თემატიკის შესახებ პირობებს არ უყენებენ“.
„თეთრი სახლი განსაზღვრავს რეპორტიორთა რაოდენობას, ვისთანაც ისაუბრებს პრეზიდენტი, და შემდეგ ისინი წყვეტენ, რა ჰკითხონ. შეიძლება ნებისმიერ ხელმძღვანელს ურჩევნია, რომ რეპორტიორმა მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვას ან მხოლოდ იმ თემაზე, რომელიც მას ყველაზე მეტად აინტერესებს, მაგრამ თავისუფალი პრესა მოქმედებს დამოუკიდებლად“, – აღნიშნავს ასოციაცია და დასძენს, რომ მიესალმებოდა პრეზიდენტის პრესკონფერენციებზე მეტი კითხვის დასმის შესაძლებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება