ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში სავალდებულო გაწვევის კანონი

ლიეტუვის სეიმმა მიიღო საყოველთაო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურში სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვევენ. ლიეტუვის პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიღებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, 14-მა თავი შეიკავა.

კანონპროექტის თანახმად, 18-დან 22 წლამდე სკოლის კურსდამთავრებულები ვაჟები სავალდებულო გაწვევას 9 თვის განმავლობაში ექვემდებარებიან. მომავალი წვევამდელები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ, სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე ვერ შეძლებენ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას,

ამავე დროს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც მიიღეს დეფიციტური სპეციალობები, სამხედრო სამსახურში სამი თვის განმავლობაში გამოიძახებენ. ამ დროის განმავლობაში, კანონპროექტების ავტორების თქმით, კურსანტებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ საბაზისო სამხედრო მომზადებას.

სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი სამედიცინო გამოკვლევები 2025 წელს ჩატარდება, ხოლო მათ სამხედრო სამსახურში 2026 წელს გამოიძახებენ, როდესაც რეფორმა ძალაში შევა.
პარალელურად 10-დან 12 თვემდე გახანგრძლივდა ალტერნატიული სამსახურის ვადა. ლიეტუველებს, რომლებიც ალტერნატიულ შრომით სამსახურს აირჩევენ, შეუძლიათ ეს 39 წლის ასაკამდე გააკეთონ.
უფრო ადრე ლატვიამ, ლიეტუვის მეზობელმა, რომელშიც სამხედრო გაწვევა გაუქმდა 2004 წლიდან და შეიცვალა კონტრაქტით გათვალისწინებული პროფესიული სამსახურით, 2023 წელს შემოიღო სამხედრო გაწვევა და სავალდებულო სამხედრო სამსახური.
იქ თავდაპირველად, მოხალისე წვევამდელების დაკომპლექტებით დაიწყეს, ხუთასი ადამიანი ყოველ ექვს თვეში, მაგრამ თანდათანობით რაოდენობა წელიწადში ექვსი ათას წვევამდელამდე გაიზრდება.

ხუთი წლის განმავლობაში, ანუ 2027 წლიდან ლატვიაში სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდება 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო