„ჯივიპის“ მფლობელი, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სემეკის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს შეხვდნენ

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე და GGU ჯგუფისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას, კომისიის წევრებს და წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა წყალმომარაგების სექტორში საქართველოში არსებული მარეგულირებელი ნორმები და სტანდარტები, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომსახურების არეალში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეიძინა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები FCC (51%) და IFM (49%) არიან.
საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ FCC-ის ადმინისტრაციული და ფინანსური დირექტორი, მიგელ მარტინეს პარა, FCC-ის იურიდიული დირექტორი, ხოსე სერო რედონდო. FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი, სანტიაგო ლაფუენტე, FCC Aqualia-ს რეგიონალური დირექტორი, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, FCC Aqualia-ს ფინანსური დირექტორი, ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი და FCC Aqualia-ს საერთაშორისო ბიზნესის მმართველი დირექტორი, ლუის ფრანცისკო დე ლოპე ალონსო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო