ვლადიმერ პუტინი – დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია უკიდურესად საშიში მდგომარეობა – ჩვენ მივუახლოვდით დაუბრუნებლობის წერტილს

დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნობამ მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, მსოფლიო დაუბრუნებლობის წერტილს მიუახლოვდა, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ სწორედ ვაშინგტონმა შეარყია სტრატეგიული სტაბილურობა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან, ღია ცაზე საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლის გამო. საბოლოო ჯამში, დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია დღევანდელი უკიდურესად საშიში მდგომარეობა. ჩვენ დაუშვებლად მივუახლოვდით დაუბრუნებლობის წერტილს“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, მოწოდებები რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, რომელსაც ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს, „დასავლელი პოლიტიკოსების უზომო ავანტიურიზმზე მეტყველებს“.
პუტინის მტკიცებით, სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისი და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრიზისი გაგრძელდეს.
”სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისი, ახლა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო