ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს კიდევ 10 ქვეყანასთან ამზადებს

უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ს ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.
„ჯამში უკვე გაფორმებულია 17 ხელშეკრულება, ხელმოწერისთვის კიდევ 10-ს ვამზადებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება შეიცავს დებულებებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება კონგრესს წარედგინება და ის იურიდიულად სავალდებულო იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება