„შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი“, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი – 100 დოლარიანი პიროვნება“ – რას ჰყვება ბექა ოდიშარია მარკეტში მომხდარ ინციდენტზე

„შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი“, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი – 100 დოლარიანი პიროვნება“ – რას ჰყვება ბექა ოდიშარია მარკეტში მომხდარ ინციდენტზე
„შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი“, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, დახლებს შორის“, – ამბობს „ქართული იცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია.
დეპუტატი ჰყვება, რომ გუშინ, გვიან ღამით, კრწანისის რაიონის ერთ-ერთ სუპერმარკეტში სამოქალაქო აქტივისტმა, მას რუსული კანონის ხელმომწერი უწოდა:
„გუშინ გახლდით დიდ მარკეტში, ჩემს სახლთან შორიახლოს, მქონდა სტუმრიანობა. შორიახლოდან გაურკვეველი ხმაური მომესმა, მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, პატენტი, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, დახლებს შორის, რომელმაც მომაძახა, რომ შენ ხარ რუსულ კანონზე ხელმომწერი.
აქტივისტი ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში „რუსო მონა” დაუძახა, მოგვიანებით კი სამმა პირმა სცემა. მისი თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა მისი თანდასწრებით თქვა, რომ ოდიშარიას შვილია.
მე, რა თქმა უნდა, რუსულ კანონზე ხელმომწერი არ ვარ, ბუნებაში არ არსებობს არანაირი რუსული კანონი. არსებობს ქართული კანონი და ახლა თუ, 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება არ ხარ, რა უნდა სანზონელი თუ გლდანელი კაცს, ღამის 12-ის ნახევარზე, კრწანისში სუპერმარკეტში რა უნდა?“- აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ