ვიქტორ ორბანი – ნატო-ს 32 წევრიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს, ეს შეცდომაა – უნგრეთი მშვიდობის მხარესაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ნატო-ს ქვეყნების სურვილი, დაამარცხონ ში, შეცდომაა.
ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური წევრია და დასძინა, რომ რუსების დამარცხება ნატო-ს 32 წევრი ქვეყნიდან 31-ს სურს.
“უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს შეცდომაა. თუნდაც თუკი ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო დავრჩით 32-ს შორის”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება აუცილებელი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო მაინც „ხელს უწყობს ომს, უნგრეთი კი – მშვიდობის მხარესაა“. ამასთან, ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს „უნგრეთის ტერიტორიის ერთი კვადრატული დიუმიც კი რუსეთის სამხედრო სამიზნე გახდეს “.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის განცხადებით, მისი მთავრობა ხელს არ შეუშლის ნატო-ს მისიას უკრაინაში, მაგრამ არც მონაწილეობას მიიღებს მასში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა