დაბომბვის შედეგად უკრაინის ჰორლოვკაში ტელეკომპანია NTV-ს ოპერატორი დაიღუპა

ხუთშაბათს რუსული ტელეკომპანია NTV-ს კორესპონდენტი, ოპერატორი ვალერი კოჟინი დაიღუპა რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის ქალაქ ჰორლოვკაში. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, დაბომბვის შედეგად დაჭრილი ოპერატორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მანამდე რეგიონის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „ენტევეს“ ორი თანამშრომელი- კორესპონდენტმა ალექსეი ივლიევი და ოპერატორი ვალერი კოჟინი დრონებით იერიშს შემდეგ, ნაღმის ნამსხვრევებით მძიმედ დაზიანდნენ. ივლიევის მდგომარეობა, რუსეთის ტელეკომპანიის თანახმად, სტაბილურია. უკრაინულ მხარეს ჟურნალისტებზე იერიშს შესახებ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
გარდაცვლილი ოპერატორი კოჟინი, როგორც რუსული მედია იტყობინება, ადრე აშუქებდა იმ სამხედრო კონფლიქტებს, კერძოდ სირიაში, რომელშიც რუსეთის არმია მონაწილეობდა. რუსეთის მასშტაბური შეჭრის დაწყებამდე იგი მივლინებით იმყოფებოდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში.
ეს არ არის უკრაინაში ომის გასაშუქებლად მყოფი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალების თანამშრომლის დაღუპვის პირველი შემთხვევა.

გასული წლის ივლისში, ზაპოროჟიის რეგიონში სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლევი დაიღუპა.

ხოლო ნოემბერში მიღებული ჭრილობების შედეგად იმავე ზაპროჟიის რეგიონში ტელეკომპანია “როსია -24” -ის კორესპონდენტი, ბორის მაქსუდოვი, დაიღუპა.
რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის დროს ათზე მეტი უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად