Red Wings-ი ბათუმში რუსეთის კიდევ სამი ქალაქიდან იფრენს

ფართოვდება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების არეალი. რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მანამდე მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მარშრუტზე რეისები დააანონსა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ს მიმართულებით სამ ახალ რეისს ამატებს Red Wings-ი.
სოჭი-ბათუმი-სოჭის მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის პერიოდშია გახსნილი. რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათობით და შაბათობით – შესრულდება.
ყაზანი-ბათუმი-ყაზანის რეისზე ფრენა 2024 წლის 7 ივლისიდან 13 ოქტომბრამდე შესრულდება კვირაობით. გარდა ამისა, Red Wings-ი უფა-ბათუმი-უფის მიმართულებით იფრენს ხუთშაბათობით, 2024 წლის 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით.
„რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისების აღდგენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საქართველოს კურორტები კვლავინდებურად პოპულარულია რუს ტურისტებს შორის. ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ს სტატისტიკით, ბათუმის აეროპორტში 2024 წლის იანვარ-აპრილში მგზავრთნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. დარწმუნებული ვართ, ბათუმში ს სამი ქალაქიდან ახალ ავიარეისებზე მაღალი სეზონური მოთხოვნა იქნება”, – განაცხადა Red Wings-ის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ კრუტოვმა.
ახალი მარშრუტების ამოქმედების შემდეგ, Red Wings-ის პირდაპირი ფრენები ბათუმში რუსეთის შვიდი ქალაქიდან შესრულდება.
ივნისში რუსეთსა და საქართველოს შორის 400-ზე მეტი ავიარეისი იყო დაგეგმილი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაფხულის აქტიურ სეზონზე დაგეგმილია 13 600 რეისი, აქედან 2 480 ევროპის მიმართულებით (მთლიანი ფრენების 18%), ხოლო 1 761 რეისი (13%) რუსეთის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ