ექსპერტები: რუსეთი მარიუპოლში შიმშილს ომის მეთოდად იყენებდა

რუსეთის ძალებმა განზრახ გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილობა, როგორც სამხედრო ტაქტიკა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის 85-დღიანი ალყის დროს, განაცხადეს საერთაშორისო იურიდიულმა ექსპერტებმა, ხუთშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
ადამიანის უფლებათა ჯგუფი Global Rights Compliance აცხადებს, რომ რუსული ძალები “სისტემურად თავს დაესხნენ ობიექტებს, რომლებიც აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის”, როგორიცაა საკვები, წყალი, ენერგია და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა, მიზანმიმართულად ჩაახშო ევაკუაციის გზები და და დაბლოკა ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ თხოვნაზე, მოხსენების შესახებ კომენტარი გაეკეთებინა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უპასუხია. თუმცა, როგორც წესი, მოქსკოვი უკრაინაში სამოქალაქო პირების სამიზნეში ამოღებას უარყოფს.
მარიუპოლი საშინელების სინონიმი გახდა 2022 წლის მარტიდან მაისამდე, რუსეთის მიერ სტრატეგიული საპორტო ქალაქის კონტროლის თითქმის სამთვიანი ალყის დროს. რუსული ბლოკადის დროს, ხაფანგში მომწყვდეული მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ თავიანთი მიცვალებულები გზის პირას დაემარხათ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის დამფუძნებელი სტატუტი, ადამიანთა შიმშილის პირას მიყვანას, „მათი გადარჩენისთვის აუცილებელი ნივთების ჩამორთმევით“, განსაზღვრავს ომის დანაშაულს.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად