წყალმომარაგების სფეროში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორის, FCC Aqualia-ს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს მენეჯმენტმა, ახალ აღმასრულებელ დირექტორთან სანტიაგო ლაფუენტესთან, რეგიონალურ დირექტორთან, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრესთან და GGU ჯგუფისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან ერთად ჯივიპის ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა და თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი ინვესტიციები განიხილა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეისყიდა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები FCC (51%) და IFM (49%) არიან.
ვიზიტის ფარგლებში FCC Aqualia-ს მენეჯმენტი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდა და ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
„Aqualia-ს და FCC-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობასა და თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის პრიორიტეტულობას Aqualia-სთვის. FCC Aqualia-ს მენეჯმენტი მზადაა მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს ჯივიპის მიმდინარე საქმიანობისა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება.” – აცხადებს GGU ჯგუფისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი.
ინფორმაციის თანახმად, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ FCC-ის ადმინისტრაციული და ფინანსური დირექტორი, მიგელ მარტინეს პარა, FCC-ის იურიდიული დირექტორი ხოსე სერო რედონდო. FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, FCC Aqualia-ს რეგიონალური დირექტორი, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, FCC Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი, FCC Aqualia-ს საერთაშორისო ბიზნესის მმართველი დირექტორი, ლუის ფრანცისკო დე ლოპე ალონსო.

ასევე დაგაინტერესებთ