რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ტელეწამყვანი ტატიანა ლაზარევა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში ტელეწამყვანი ტატიანა ლაზარევა შეიყვანა. დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამის ინფორმაციაზე ყურადღება გამოცემა “მედიაზონამ” გაამახვილა.

ძებნილთა სიის მიხედვით, ლაზარევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრულია, თუმცა დაზუსტებული არ არის, თუ რომელი მუხლით. ლაზარევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არც ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული.

2022 წლის ივლისში ლაზარევა ს ხელისუფლებამ “უცხოელი აგენტების”რეესტრში შეიყვანა. ამავე სიაში ასევე არის მისი ყოფილი ქმარი, ტელეწამყვანი მიხაილ შაცი. ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ორივემ დატოვა რუსეთი.
2023 წლის ივნისში მოსკოვის პრესნენსკის სასამართლომ ლაზარევა 30 000 რუბლით დააჯარიმა “უცხოელი აგენტის” სავალდებულო მარკირების წესის დაუცველობისთვის.
ლაზარევა მრავალი წელია ღიად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმს. 2011 წლის დეკემბერში მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 2013 წელს მან ჩაწერა ვიდეო შეტყობინება ქვიარ-საზოგადოების მხარდასაჭერად და გააკრიტიკა კანონი, რომელიც რუსეთში “ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.”
2014 წელს ის ღიად შეეწინააღმდეგა რუსეთის მიერ ს ანექსიას, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს და უკრაინაში ინტერვენციას. ტატიანა ლაზარევა მხარს აქტიურად უჭერს რეჟიმის მიერ დევნილ პოლიტპატიმრებს და ჟურნალისტებს, რომელბსაც კრემლი დაუსწრებლად ასამართლებს არმიის შესახებ ე.ე. ფეიკების მუხლით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ