გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ახალსოფელი, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭიაურა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: ყანობი, ოქროყანა, გიმარა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, გომეწარი, კაწალხევი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში – კრისტიან სტივენსის, ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 18:20 საათამდე აბონენტებს მცხეთაში – სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, ღართიკარის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ