პარლამენტი განათლების მინისტრს უსმენს. გიორგი ამილახვარი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება:
“2012 წელს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტი იყო 700 მლ ლარი, დღეს გახლავთ 300%იანი ზრდით მეტი, ამიტომ რაც გვესმის ჩვენი ოპონენტებისგან, თითქოს არ არის პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება, ამ ბრალდებას ციფრების სცემს პასუხს.
როგორც დავპირდით ჩვენს ძვირფას პედაგოგებს ვისაც აქვს სტატუსი, თითოეულ მათგან ექნება ხელფასების საგრძნობლად მატება, ასეთი პედაგოგების რაოდენობა დაახლოებით 53 000-ია, 35%-ით გაიზარდა მასწავლებლების სახელფასო ბიუჯეტი ჯამში“