ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან – დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად!

თანამედროვე, დახვეწილი და ინოვაციური კომპანია HONOR უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელთა გულის მოგებაც, სანდო ხარისხითა და მიმზიდველი დიზაინით, სწრაფად და მარტივად შეძლო.
პლანშეტები, ჭკვიანი საათები, თუ ყურსასმენები – ბრენდის პროდუქციის ვრცელ ჩამონათვალში სასურველ ტექნიკას იპოვის ყველა, ვინც ხარისხის, ფასისა და თანამედროვე დიზაინის იდეალურ კომბინაციას ეძებს. თუმცა, მიუხედავად ფართო არჩევანისა, მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ჰონორის სმარტფონები სარგებლობს, რაც ლოგიკურიცაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი დიდი ხანია წარმატებით ახერხებს მუდმივად ცვალებად და განახლებად ბაზარზე სტაბილურ ძალად დარჩენას. მომხმარებლებს კი, გარანტირებულად სთავაზობს ელეგანტური დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უზადო ბალანსს.
ამასთან, ბრენდი ერთგულ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს საინტერესო შეთავაზებებითაც. გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია! ცხელ სეზონზე, ჰონორის პარტნიორ მაღაზიებში, ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინოს ბრენდის ყველაზე პოპულარული სმარტფონები და გარდა ამისა, მიიღოს დამატებითი საჩუქრებიც!
სად და როდის უნდა იპოვო შენი რჩეული?
მთავარია სწორად აარჩიოთ ის მოდელი, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს ყველაზე მეტად ერგება:
მუსიკისა და მინიმალიზმის მოყვარულების გულებს, უპირველეს ყოვლისა, HONOR X7b დაიპყრობს, თავისი კლასიკური დიზაინითა და შეუდარებელი სტერეო სისტემით. იგი მოხერხებულად თავსდება ხელში და დიდი, ნათელი ეკრანის დახმარებით, ყოველდღიური აქტივობების იდეალური პარტნიორია!
ამასთან, მისი 108 მეგაპიქსელიანი კამერა და უსწრაფესი Qualcomm Snapdragon 680 პროცესორი მოხმარების შეუფერხებელ გამოცდილებასა და დაუვიწყარი მოგონებების უზადო აღბეჭდვის შესაძლებლობასაც გთავაზობთ.