G7 უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდი დოლარის გადაცემაზე შეთანხმდა

იტალიაში G7-ის სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდ დოლარს ს გადასცემენ. როგორც ცნობილია, ამ თანხას უკრაინა სესხის სახით მიიღებს. ფინანსური დახმარების დეტალებზე ჯერჯერობით G7-ის სახელმწიფოები არ შეთანხმებულან.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს 2024 წლის ბოლომდე მიიღებს. ლიდერებს შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის მაღალი თანამდებობის პირი France 24-თან ადასტურებს. მისი თქმით, ოფიციალურად 50 მილიარდი დოლარის სესხს უკრაინისთვის გამოყოფს, რომელიც დაზღვეული იქნება ევროკავშირის ქვეყნებსი გაყინული 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებით.
იტალიაში G7-ის სამიტი 13 ივნისიდან 15 ივნისამდე იმართება. სამიტზე მონაწილეობას იღებენ კანადის, საფრანგეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის ლიდერები, ასევე, ევროსაბჭოს და ევროკომისიის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ