დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათი“ გაიმართება, რომლის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმენენ.
განათლების მინისტრი პარლამენტის სხდომაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.