სულ მცირე 8 ადამიანი შეეწირა რუსეთის დარტყმას უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე

12 ივნისს უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით განახორციელა დარტყმა, რასაც შეეწირა სულ მცირე რვა ადამიანი, დაიჭრა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის ბავშვები – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი, იჰორ კლიმენკო.
მსხვერპლის შესახებ განახლებული მონაცემი კლიმენკომ ტელეგრამით გამოაქვეყნა მას მერე, რაც მანამდე გამოაცხადა, რომ ექვსი ადამიანი იყო დაღუპული. ამასთან, კლიმენკოს თქმით, ოთხი ადამიანი დაკარგულია.
უკრაინის წარმომადგენლების თქმით, ს დარტყმამ დააზიანა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი სახლი.
დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე კრივოი-როგი პრეზიდენტ ს მშობლიური ქალაქია, ის ხშირად ხდება რუსეთის თავდასხმების სამიზნე მას მერე, რაც მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა ში.
თავდასხმის პასუხად ზელენსკიმ უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა გააძლიერონ მაღალტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდების პროცესი, რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
კრივოი-როგზე რუსეთის დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე -მა გამოაცხადა, რომ უკაინას მიაწვდის Patriot-ის ტიპის კიდევ ერთ სისტემას.

ასევე დაგაინტერესებთ