სომხეთის “ევროპული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

სომხეთის ეროვნული პარტიის ლიდერი ტიგრან ხზმალიანი, რომელმაც საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს მხარი ღიად დაუჭირა, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან ფეისბუკის გვერდზე თავად დაწერა.
მისი თქმით, ქართულმა სასაზღვრო პოლიციამ ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში აუკრძალა შესვლა.
“დღეს, 2024 წელს, 12 ივნისს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ არ მომცა საშუალება შემოვსულიყავი საქართველოში, სადაც ერთდღიანი პრაქტიკული ვიზიტის ფარგლებში მივდიოდი. სამსაათიანი დაკავების შემდეგ, პასპორტი ახსნა-განმარტების გარეშე დამიბრუნეს და სომხეთში ფეხით ჩავედი. გილოცავთ რუსეთის დღეს…” – წერს ხზმალიანი და აქვეყნებს ასევე შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც მას სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ქართულმა მხარემ გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)