გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 12 ივნისს, უახლოეს საათებში, კახეთის რეგიონში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
“მოსალოდნელმა ნალექებმა კახეთის პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” – წერს სააგენტო.
