ძალადობა არის იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა „შეიმინგით“ შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ძალადობა ყოველთვის ბადებს ახალ ძალადობას”.
“ძალადობა ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა “შეიმინგით” შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა. ძალადობა არის დასაგმობი, ბულინგი არის დასაგმობი და ის არ შედის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.