“შვილს უთხარით…” – პრეზიდენტის პირობა და შეხვედრა იმ პოლიტიკოსის ოჯახთან, ვისაც ემუქრებიან

საქართველოს პრეზიდენტი, , წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანიას და მის შვილს შეხვდა. რამდენიმე დღის წინ, თამარ ბელქანიამ დაწერა, რომ მას და მის შვილს ემუქრებიან და ამით არავინ ინტერესდება, პრეზიდენტმა მას მისივე პოსტზე უპასუხა და დაწერა: “შვილს უთხარით რომ სხვა თუ არა პრეზიდენტი დაინტერესდა.”
ალიასთან, თამარ ბელქანია შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს:
შეხვედრა იყო 40 წუთიანი, შეხვედრა ინსპირირებული იყო ჩემი პოსტით, რომ მე და ჩემს შვილს ქვეყნის მოღალატეებად გვრაცხავენ, გვემუქრებიან ფიზიკური გასწორებით და პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოთქვა, ინტერესი გამოხატა გაეგო, როგორ პირობებში ცხოვრობენ და ქმნიან პოლიტიკას ქალები რეგიონებში. მე ვესაუბრე იმ წინააღმდეგობებზე, რასაც ვაწყდებით, ვუთხარი რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები ხალხის სურვილზე იყოს გადაწყობილი, მათ მოთხოვნაზე იყოს დაფუძნებული პოლიტიკოსების ნაბიჯები და რომ ძალიან მნიშვნელოვანია საოკუპაციო გამყოფ ხაზზე ხელისუფლება იყოს სწორი ისტორიული ღირებულებებით მსვლელი ევროპისკენ, სადაც ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი მშობლების სიბერე იქნება უზრუნველყოფილი. პრეზიდენტს აინტერესებდა გარკვეული დეტლები და ბუნებრივია მე მას მოვუყევი ამ სამი წლის განმავლობაში ბრძოლის შედეგი. რომ ჩვენთვის არის პრიორიტეტი ახალგაზრდობა, რომ განათლებას სერიოზულ მხარდაჭერას ვუქმნით, რომ შეიქმნა აიტი აკადემია, შეიქმნა იუვენტუსის აკადემია, რომ ამ ბავშვებისთვის ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი თავი წარმოადგინონ. პრეზიდენტი დეტალებში დაინტრესდა, თუ როგორ ვქმნით ამ სიკეთეს ხალხისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ