დრონებით შეტევის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტები დაიხურა

მოსკოვის ოლქის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც ს დედაქალაქს 26 ნოემბერს დრონები მიუახლოვდნენ. Flightradar-ის მონაცემებით, ფრენები შეჩერებულია.
რუსული მედია ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვამ 11 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო მაშინ, როდესაც ქალაქ ტულაში ერთი შენობა დრონის სამიზნე გახდა. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევები გაზაფხულის შემდეგ გახშირდა. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს.
europetime.eu