„ხელოვნების მე-14 საერთაშორისო დღეების“ ფარგლებში ქართულ-თურქული კოპროდუქციით შექმნილი ფილმის – „ხიდი“ ჩვენება გაიმართა

ტრაპიზონის ხელოვნების სახლის ორგანიზებითა და საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, „ხელოვნების მე-14 საერთაშორისო დღეების“ ფარგლებში ქართულ-თურქული კოპროდუქციით შექმნილი ფილმის – „ხიდი“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი პირველი ქართულ-თურქული ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეფუძნება ნამდვილ ისტორიას და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე თურქი მსახიობები.
ფილმის ჩვენების შემდეგ შეხვედრა შედგა ფილმის ქართველ და თურქ პროდიუსერებთან: სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთან ხათუნა ხუნდაძესთან, კინო და ხელოვნებათმცოდნე ზვიად დოლიძესთან და AİSİ ჯგუფის დამაარსებელთან ერდალ ქუჩუქთან. მათ მაყურებელს გააცნეს ფილმის შექმნის ისტორია და ისაუბრეს ქართული კინოს ისტორიასა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის კინოინდუსტრიაში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ