უშლიდა ვინმე ქალბატონ გიულის, ნაყოფიას, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ოქრიაშვილს, ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და ქართველი ერისათვის ჩუქებას?

უშლიდა ვინმე ქალბატონ გიულის, ნაყოფიას, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ოქრიაშვილს, ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და ქართველი ერისათვის ჩუქებას?
დიდმა ქართველმა მამულიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი უდიდესი საქმე გაუკეთა საქართველოს! მან აუქციონზე შეიძინა და უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებულ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს სინას მთის კოლექციიდან, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ მილიარდერებს არავინ უშლიდა, იგივე ნაბიჯი გადაედგათ, თუმცა, ივანიშვილისგან განსხვავებით, მათ საქართველო ფულის საშოვნელ ასპარეზად მიაჩნიათ.
“დიდმა ქართველმა მამულიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი უდიდესი საქმე გაუკეთა საქართველოს! მან აუქციონზე შეიძინა და უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებულ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს სინას მთის კოლექციიდან(V-VII სს.)! ისმის კითხვა: კი მაგრამ, უშლიდა ვინმე მილიარდერებს – ქალბატონ გიულის, ს, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, წამლებით ოქრიაშვილს….ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და მისი ქართველი ერისათვის ჩუქებას! რა თქმა უნდა არა… მაგრამ ამ სუბიექტებს ბნ ივანიშვილისაგან განსხვავებით საქართველო ასპარეზად, ფულის საშოვნელ-წასაგლეჯ ადგილად მიაჩნიათ და არა სამშობლოდ! იმ სამშობლოდ, რომლისთვისაც კაცი მის მსახურებაში სანთელივით უნდა იწვოდეს! რასაც უშურველად აკეთებს კიდევაც მთელი თავისი ცხოვრება ბნ-ი !” – წერს ედიშერ გვენეტაძე.
Previous: ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს – დავით ჩიხელიძე

ასევე დაგაინტერესებთ

22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელს ექნება საშუალება, მიმართოს გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით