ბექა ოდიშარია – ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ ღარიბაშვილის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას

პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია , – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, სადაც SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტი იმართება.
„პრემიერმა ღარიბაშვილმა დასვა მნიშვნელოვანი აქცენტები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი სუვერენული ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რეგიონისთვის და ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა ოდიშარიამ.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ მინისტრის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო