90Min-ის ცნობით, “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ნიუკასლი” ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდებიან.
წამყვანმა ინგლისურმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთთან (1:3) მატჩზე საკუთარი სკაუტები გაუშვა, რათა ფეხბურთელს უშუალოდ სტადიონიდან დაკვირვებოდნენ.
მოგეხსენებათ, “კვარამ” აღნიშნულ შეხვედრაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ინგლისური გრანდების პოზიცია.
მომზადებულია 90Min-ის მიხედვით
კლასმა თავისი გაიტანა – საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]