ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან მტკიცეა

ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან მტკიცეა
ჩვენ გვქონდა საშუალება ორჯერ გამოვსულიყავით სიტყვით, ერთხელ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ფორმატში, ერთხელ გაფართოებულ ფორმატში, ასევე, სესიებს შორის გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ქართულ მედიასთან უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენაზე მსჯელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მტკიცე. ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: მართალია, ში ს სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება