შემოსავლების სამსახური – ყაზბეგში 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ყაზბეგში 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ყაზბეგი”, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, 3 სხვადასხვა შენადნობად დამზადებული 1,6 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოიაჩინეს (აღნიშნული შენადნობები მოქალაქეს სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული).
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ – 332 907,84 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ