ზელენსკი ბერლინში: ს Patriot-ის ტიპის სისტემის არანაკლებ შვიდი ერთეული ჭირდება

კიევს ესაჭიროება Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის არანაკლებ შვიდი კომპლექსი ს არმიის თავდასხმისგან თავდასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას კიევში უკვე მიწოდებული Patriot-ის სამი სისტემისთვის.
“საჰაერო თავდაცვა – ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე”, – თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ს ერთ-ერთი მიზანია უკრაინის ენერგომომარაგების განადგურება. ამასთან, მისი თქმით, ს აქვს ცხადი გეგმა, ააშენოს ერთი გიგავატის ენერგეტიკული სიმძლავრის ობიექტი წელს და ოთხი გიგავატისა – მომდევნო წლებში. გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთრის დაწყებამდე ყველა შესაძლო ენერგეტიკული ობიექტის აღდგენას გეგმავს.
გერმანიის კანცლერმა მა კონფერენციაზე გამოსვლისას ს მოკავშირეებს მოუწოდა კიდევ უფრო გააძლიერონ უკრაინის საზენიტო თავდაცვის სისტემა. შოლცის თქმით, ის აპირებს ამ საკითხის წამოწევას იტალიაში “დიდი შვიდეულის” G7-ის სამიტზე, რომელიც 13 ივნისს დაიწყებს მუშაობას. გამოსვლისას კანცლერმა მსოფლიო ბანკის მონაცემებზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც უკრაინას მომავალი 10 წლის განმავლობაში აღდგენისთვის დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ G7-ის სამიტზე უკრაინისთვის რუსეთის აქტივების გამოყენებაზე იმსჯელებენ სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს შვიდი უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურები – “დიდი შვიდეული” იტალიაში, აპულიაში შეხვედრაზე იმსჯელებენ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის მოხმარების პროცესის დაჩქარების გარშემო.
გარდა ამისა, ივნისში უკრაინა მიიღებს თითქმის ორ მილიარდ ევროს UkraineFacility-ის პროგრამის ფარგლებში.
უკრაინის აღდგენის კონფერენცია ბერლინში 11-12 ივნისს იმართება. ღონისძიებაში 60-მდე ქვეყნიდან ორი ათასამდე პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფეროენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კოლბახიძე.
კონფერენციის ფარგლებში გერმანიის მთავრობა, კიევთან ერთად, უკრაინის აღდგენისა და ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს