შვეიცარია უკრაინის სამშვიდობო სამიტის წინ კიბერშეტევების სამიზნე გახდა

10 ივნისს, შვეიცარიის მთავრობის თქმით, ქვეყანა უკრაინის სამშვიდობო სამიტის მოახლოების წინ კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის სამიზნე გახდა.
შვეიცარიაში 15-16 ივნისს გასამართ, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობაზე თანხმობა 90-მდე ქვეყანამ და ორგანიზაციამ განაცხადა. ცნობილი ინფორმაციით, მათგან ნახევარი სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდანაა.
სამიტზე მოწვეული არაა. თუმცა, შვეიცარიის მთავრობის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ერთობლივი სამოქმედო გეგმის განსაზღვრაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩაერთოს ორი ქვეყანა ომის დასრულების სამშვიდობო პროცესში.
შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკანასკნელი კვირის მანძილზე კიბერშეტევების შემთხვევები განსაკუთრებით გაზრდილია. კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს მთავრობა რუსულ მედიაში პირად თავდასხმებზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დეზინფორმაციის კამპანია იმდენად ექსტრემალურია, რომ მისი რეალობისგან აცდენა ზედმეტად თვალსაჩინოა.
“ჩვენ არ გამოგვიძახია ელჩი. ასე ჩავთვალე საჭიროდ, რადგან [რუსული] დეზინფორმაციის კამპანია იმდენად ექსტრემალურია, რომ მისი რეალობისგან აცდენა თვალსაჩინოა”. – თქვა ამჰერდმა.